Jumbo Lux - ფასადის საღებავი 7,5 ლ | 12 კგ

  • რეიტინგი:
  • მწარმოებელი:
  • მოდელი:
    JUMBO-LUX-12
  • არტიკული:
    4860113180022
  • მწარმოებელი ქვეყანა:
    საქართველო
  • წონა:
    7,5 ლ | 12კგ
  • ხარჯი:
    100-135 მლ / კვ.მ
  • გაშრობის დრო:
    1-2 საათი
  • შენახვის ვადა:
    24 საათი

97.50₾
მარაგშია

6 ერთეული ან მეტი: 75.95₾

Jumbo Lux - ფასადის საღებავი 7,5 ლ

 

  • მაღალი დაფარვის უნარი

  • მდგრადია ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ

  • მდგრადობა რეცხვისადმი - 5000 სველი რეცხვა
 

ბრენდი Jumbo არის მაღალი შემავსებელის მქონე საღებავების უახლესი ასორტიმენტი. ისინი სპეციალურად შექმნილია ოსტატ-მალიარებისთვის, რათა შემცირდეს სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მატერიალური და დროს ხარჯები. მასალების მაღალი შემავსებლების გამო, თქვენი ტრანსპორტირების ხარჯების ეფექტურობა იზრდება, რადგან საღებავის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 20%-ით უკვე სამშენებლო ფართზე. ხოლო ფენის მაღალი სისქის გამო მცირდება ზედაპირის სრული დაფარვისთვის საჭირო მასალის მოხმარება. და ეს არ არის ყველა სარგებელი!

მაღალი შემავსებელით წყალში ხსნადი საღებავები Jumbo გამოირჩევა მაღალი დაფარვის უნარით და საშუალებას აძლევს ზედაპირზე უფრო სქელი ფენის დატანას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ფუძეს აქვს კონტრასტული ან არაერთგვაროვანი ფერი.

 

ფასადის საღებავი - Jumbo Lux

 

  • ფასადის სამუშაობეისათვის, მინერალური ზედაპირების შესაღებად (ბათქაში, ფითხი, აგური, ბეტონი, ბლოკი)

  • შიდა კედლების შესაღებად, განსაკუთრებულად იქ სადაც მომატებულია ტენიანობაა (თაბაშირმუყაოს და შპალიერის შესაღებად)

  • გამოყენების ადგილები: შენობების ფასადები, ჭერი და კედლები მაღალი დატვირთვით: ბაღები, სკოლები, ოფისები, კორიდორები, სასტუმროს ნომრები, აბაზანები, სამზარეულო და ა.შ.

  • ფერი: თეთრი მქრქალი
 

დანიშნულება და გამოყენების მეთოდი:

გაასუფთავეთ სამუშაო ზედაპირი მტვრისგან, მყიფე ცარცისგან, თაბაშირისა და ფითხის საფარისგან, ზეთისგან და სხვა ჭუჭყისგან. დეფექტების აღმოფხვრა სარემონტო ფითხებითა და შემავსებლებით, შემდეგ დაამუშავეთ საგრუნტავით: Jumbo, Smile ან Barva - ზედაპირის ტიპის მიხედვით. საფუძვლიანად აურიეთ საღებავი, საჭიროების შემთხვევაში განზავდეს წყლით საღებავის მოცულობის 20%-მდე. შესაძლებელია საღებავის დაფერვა წყალში ხსნადი პასტა კოლერებით სისტემის მიხედვით "გააკეთე თვითონ" ან კომპიუტერული დასაფერი აღჭურვილობის დახმარებით. საღებავის გამოყენება შესაძლებელია პულვერიზატორით, ფუნჯით ან ლილვაკით 2 ფენად. სამუშაოები უნდა ჩატარდეს ჰაერისა და სამუშაო ზედაპირის ტემპერატურაზე არანაკლებ +8C. საღებავის თითოეული ფენის გაშრობის დრო (20+-2)⁰ C ტემპერატურაზე შეადგენს 1-2 სთ. საღებავის სავარაუდო ხარჯი 100 - 135 მლ/მ²

 

შენახვა და ტრანსპორტირება:

შეინახეთ და გადაიტანეთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში t (+5 ÷ +35) 0С, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცვით. გარანტირებული ვარგისიანობის ვადა - 24 თვე დამზადების დღიდან, შენახვისა და ტრანსპორტირების წესების დაცვით.

 

სიფრთხილის ზომები:

საღებავი არ შეიცავს ტოქსიკურ და მავნე ნივთიერებებს და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ზომებს. კანთან შეხების შემთხვევაში ირეცხება წყლით.

 

უსაფრთხო უტილიზაციის პირობები:

პროდუქტის ნარჩენები გაშრობის შემდეგ არ წარმოადგენს საფრთხეს გარემოსთვის და წარმოადგენს საყოფაცხოვრებო სამშენებლო ნარჩენს. მასალის გამოყენების შემდეგ პროდუქტის ნარჩენებით კონტეინერი უნდა დაიხუროს მჭიდროდ და გაიგზავნოს საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე.

 

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას გაფრთხილების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებში, ფერში, კომპლექტაციაში, დიზაინსა და სხვა. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლილებებზე მაღაზია არ არის პასუხისმგებელი.

კითხვები ჯერ არ დასმულა.

რეკომენდირებული პროდუქცია

თეგები: ფასადის საღებავი, fasadis sagebavi, facade paint, краска фасадная, Jumbo.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ დაგიკავშირდეთ?
როგორ გავიგო მიწოდების საფასური?