breadcrumbs_revolution_theme

ონლაინ შეძენილი ნივთების დაბრუნების ან გაცვლისა პოლიტიკა

1. ტერმინთა განმარტება:

1.1. დისტანციური შეთანხმება მაღაზიასა და მომხმარებელს შორის, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე: https://grandmall.ge შეკვეთის განხორციელების მომენტიდან;

1.2. მაღაზია - ონლაინ-მაღაზია – https://grandmall.ge

1.3. მომხმარებელი – ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზებული პირი, რომელიც ყიდულობს პროდუქციას დისტანციურად შეკვეთის განთავსების გზით;

1.4. ნივთი/პროდუქცია – მაღაზიის მიერ ვებ-გვერდზე სარეალიზაციოდ განთავსებული საქონელი;

1.5. ნივთის უკან დაბრუნება – მომხმარებლის უფლება, დაუბრუნოს დისტანციურად შეძენილი პროდუქცია უკან ონლაინ მაღაზიას ამ შეთანხმებით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით.

1.6. ნივთის შეცვლა – მომხმარებლს უფლება აქვს, შეცვალოს დისტანციურად შეძენილი პროდუქცია ქვემოთ ჩამოთვლილი წესებისა და პირობების დაცვით.

თავი I – დისტანციურად შეძენილი პროდუქციის დაბრუნება

2. დაბრუნების ზოგადი პირობები

2.1. ონლაინ შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნება შესაძლებელია ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, მისი შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში;

2.2. უკან დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია https://grandmall.ge-ის ვებ-გვერდზე არსებულ პირადი ანგარიშის მეშვეობით მოითხოვოს შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნება. მომხმარებელი აღნიშნულ გვერდზე პირად ოთახში ავსებს შეკვეთის უკან დაბრუნების ფორმას.

2.3. ნივთის უკან დაბრუნების ფორმის შევსების შემდგომ მაღაზიის მხრიდან მოხდება უკუკავშირი ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.

2.4. 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელს აღარ ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება.

3. დასაბრუნებელი ნივთის ტრანსპორტირება

3.1. შეკვეთის უკან დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა თავად უნდა უზრუნველყოს შეკვეთის მიტანა შესაბამისი ქალაქის ობიექტში (თბილისი, გ. ცაბაძის #2, ზუგდიდი, კიკალიშვილის #3) ან უზურნველყოს შეძენილი ნივთის საკურიერტო კომპანიის საშუალებით გამოგზავნა წინამდებარე პუნქტში მითითებულ მისამართებზე.

3.2. ნივთის ტრანსპორტირების დროს მისი დაზიანების რისკზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;

3.3. შეკვეთის დაბრუნებისთვის საკურიერო მომსახურების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებული იქნება თავად აანაზღაუროს ასეთი მომსახურების ხარჯები.

4. თანხის დაბრუნება

4.1. შეკვეთის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დაბრუნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, მომხმარებელს სრულად აუნაზღაურდება პროდუქციის საინვოისე ღირებულება.

4.2. თანხის დაბრუნება მოხდება მომხმარებლის მხოლოდ იმ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც ნივთის შეძენისათვის განხორციელდა საბანკო ტრანზაქცია.

4.3. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი შეძენილია საბანკო განვადების მეშვეობით, მომხმარებელს გადახდილი თანხა დაერიცხება ე.წ. „მომხმარებლის ბალანსზე“. იმ შემთხვევაში, თუ განვადების გზით შეძენილია ნივთი, ბალანსზე არსებული თანხის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ კომპანიის სავაჭრო ობიექტებში/საწყობში არსებული ნივთის შესაძენად. ბალანსზე არსებული თანხით ვერ მოხდება სხვადასხვა კომპლექტაციისა და დანიშნულების აქსესუარების შესყიდვა.

თავი II – ონლაინ შეძენილი პროდუქციის შეცვლა

5. ონლაინ შეძენილი პროდუქციის შეცვლის ზოგადი პირობები

5.1. საწყის ფასში გაყიდული პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია პროდუქციის მომხმარებლისთვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში.

5.2. შეძენილი პროდუქციის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმავე ბრენდის/მწარმოებლის პროდუქციაში – მომხმარებლისთვის არასასურველი ნივთის იმავე ღირებულების ნივთში გადაცვლით, ან თანხის დამატების შემთხვევაში უფრო ძვირადღირებული პროდუქციით.

5.3. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის ჩაბარების შემდგომ შეამოწმოს პროდუქციის მდგომარეობა და 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში გამოხატოს ნება ნივთის დაბრუნების თაობაზე ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით.

5.4. მომხმარებელი ვალდებულია მაღაზიასთან წინასწარ, 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, გადაამოწმოს შესაძლებელი იქნება თუ არა ნივთის გადაცვლა. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი იქნება ნივთის შეცვლა/გადაცვლა, მაშინ ამოქმედდება პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული წესები. ამასთან, მაღაზიას შეუძლია შესთავაზოს მომხმარებელს მხოლოდ ის პროდუქცია, რაც ხელმწისაწვდომი იქნება კონკრეტული ქალაქის კონკრეტულ ობიექტში/საწყობში;

5.5. ნივთის შეცვლის თაობაზე ნების გამოხატვიტან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მაღაზია უფლებას იტოვებს დაადასტუროს ან უარყოს შეცვლის მოთხოვნა.

5.6. ვადის გასვლის შემდეგ მაღაზია უფლებას იტოვებს უარი უთხრას მომხმარებელს შეძენილი პროდუქციის შეცვლაზე.

5.7. შეძენილი პროდუქციის შეცვლა/გადაცვლა ნებადართულია მხოლოდ ერთჯერადად;

6. შესაცვლელი ნივთის ტრანსპორტირება

6.1. პროდუქციის შეცვლის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა თავად უნდა უზრუნველყოს პროდუქციის მიტანა შესაბამისი ქალაქის ობიექტში/საწყობში (თბილისი, გ. ცაბაძის #2, ზუგდიდი, კიკალიშვილის #3).

6.2. ნივთის ტრანსპორტირების დროს მისი დაზიანების რისკზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;

6.3. ნივთის შეცვლისთვის საკურიერო მომსახურებით სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებული იქნება თავად უზრუნველყოს ასეთი მომსახურების ხარჯები.

თავი III – შეძენილი ნივთების უკან დაბრუნების / შეცვლის მნიშვნელოვანი პირობები

7. უკან დასაბრუნებელი ან შესაცვლელი პროდუქციის მდგომარეობა

7.1. უკან დასაბრუნებელი ან შესაცვლელი პროდუქცია:

  • არ უნდა იყოს გამოყენებული ან/და სხვაგვარად დაზიანებული;

  • უნდა ჰქონდეს სასაქონლის იმავე მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც მოხდა მისი შესყიდვა (ლუქით, სპეციალური დამცავი შრეებით და ა.შ.).

  • უნდა დაბრუნდეს ვარგის მდგომარეობაში მყოფი ინვოისთან ერთად;

7.2. პროდუქციის დაბრუნებამდე ან/და შეცვლამდე განხორციელდება მისი დათვალიერება/შემოწმება და თუ აღმოჩნდება, რომ ნივთი ვერ აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს, მაღაზია უფლებას იტოვებს უარი უთხრას მომხმარებელს ნივთის დაბრუნებაზე ან გადაცვლაზე.

7.3. მაღაზიის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია შეამოწმოს და დაადასტუროს მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთის ზემოხსენებულ კრიეტერიუმებთან შესაბამისობა.

8. ნივთის უკან დაბრუნების ან შეცვლის გამონაკლისები

8.1. მაღაზია ნივთს უკან არ დაიბრუნებს/არ გადაცვლის:

  • თუ ნივთი არ არის ვარგისი შემდგომი რეალიზაციისთვის (მაგ: გახსნილია, გამოყენებულია და დარღვეულია მისი სარეალიზაციოდ წარსადგენი სახე);

  • პროდუქცია (მათ შორის ტექსტილის პროდუქცია, ხელოვნური ტყავი, ლინოლეუმი, ნოხები, მავთულები, გაყვანილობა, კაბელები და სხვა) რომელიც იქნა დაჭრილი მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ ზომაზე;

  • დეკორატიული ნივთები (მათ შორის საახალწლო აქსესუარები);

  • სამშენებლო მასალები: ყველა სახის ლაქ-საღებავი, მათ შორის ისეთი როგორც ფერ-დაყენებული საღებავი;

  • სპეცტანსაცმელი და დასვენებისთვის განკუთვნილი ნივთები;

  • საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები;

ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაციის, კითხვის ან/და დახმარებისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: contact@grandmall.ge, ან დაუკავშირდით ჩვენს ოფისს სატელეფონო ნომერზე: 595 040 022

ყველა სახის შეტყობინება გეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც თქვენ მიუთითეთ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს.

თქვენს მიერ ელექტრონული ფოსტის ცვლილების შემთხვევაში უნდა გვაცნობოთ წერილობით, ნებისმიერი შენაძენის გაკეთებამდე, ან დააფიქსიროთ ელ.ფოსტის მისამართის ცვლილება თქვენს ანგარიშში.