breadcrumbs_revolution_theme

მიწოდების პირობები:

 

ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შეძენისას ვრცელდება უფასო და ფასიანი მიწოდების სერვისი. შეძენილ პროდუქციას მითითებულ მისამართზე მოგიტანთ უფასოდ შემდეგი პირობით: მიწოდების სერვისი მუშაობს სამუშაო დღეებში, დილის 12:00 - 21:00 საათამდე. მიტანის სერვისი ითვალისწინებს ამანათის მიწოდებას მისამართზე და არა სართულზე.

ტრანსპორტირების ღირებულების ავტომატური გაანგარიშება:

  • შეძენილი ნივთების ტრანსპორტირების ღირებულება მთელი საქართველოს მასშტაბით გამოითვლება ავტომატურად, შეკვეთის გაფორმების პროცესში და სასურველი ტრანსპორტირების მეთოდის არჩევისთანავე, ამისთვის კალათაში მოათავსეთ სასურველი ნივთები, მიუთითეთ მისამართი და აირჩიეთ ტრანსპორტირების მეთოდი.

უფასო მიწოდება:

უფასო მიწოდების სერვისი ქ. თბილისისა და ქ. ზუგდიდის მასშტაბით მოქმედებს 200 ლარის ან მეტი ღირებულების შეძენისას. გაითვალისწინეთ, უფასო მიწოდება ხდება იმ პროდუქციაზე:

  • პროდუქტი რომელიც შეძენილია ფასდაკლების გარეშე.

  • პროდუქტი რომლის წონა არ აღემატება 20 კილოგრამს.

თქვენ გაქვთ უფლება, შეკვეთის გაფორმებისთანავე აირჩიოთ მიწოდების ფორმა «თვითგატანა». აღნიშნულ შემთხვევაში თქვენ მიერ შეძენილი პროდუქცია დაგხვდებათ იმ მისამართზე, რომელიც შეკვეთის გაფორმების პროცესში გაცემის პუნქტი თავად აირჩიეთ. გაითვალისწინეთ, იმისთვის, რომ ისალგებლოთ თვითგატანით, პროდუქტი უნდა იყოს წინასწარ შეძენილი (თანხა ჩარიცხული), შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება მაქსიმუმ 2 საათამდე დრო პროდუქტის მოსამზადებლად და გაცემის პუნქტში გადასატანად. პროდუქტის გატანისას თან უნდა იქონიოთ შეკვეთისა და გადახდის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. (ინვოისი, საგადახდო დავალება), ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ინტერნეტ-მაღაზიის გაცემის პუნქტის მისამართია:

  • თბილისი, გ. ცაბაძის #2

  • ზუგდიდი, კიკალიშვილის ქ. #3

 

საკურიერო მიწოდება თბილისში:

  • ექსპრეს - შეკვეთა უნდა დაფიქსირდეს 11:00 საათამდე, ჩაბარება იმავე დღეს მაქსიმუმ 21:00 საათამდე. 11:00 საათის შემდეგ დაფიწსირებული შეკვეთა ჩაბარდება მეორე დღეს 21:00 საათამდე.

  • სტანდარტი - შეკვეთა უნდა დაფიქსირდეს 11:00 საათამდე, ჩაბარება მეორე-მესამე დღეს 21:00 საათამდე.

  • ეკონომი - შეკვეთა უნდა დაფიქსირდეს 11:00 საათამდე, ჩაბარება მესამე-მეოთხე დღეს 21:00 საათამდე.

 

საკურიერო მიწოდება რეგიონებში:

  • სტანდარტი - შეკვეთა უნდა დაფიქსირდეს 16:00 საათამდე, ჩაბარება მეორე-მესამე დღეს 21:00 საათამდე.