იმისთვის, რომ სახლის სახურავი დიდხანს შენარჩუნდეს და მიმზიდველი სახე ჰქონდეს, სახლის სახურავი კარგი სახურავის საღებავით უნდა იყოს შეღებილი (საღებავი სპეციალურად სახურავებისთვის უნდა იყოს წარმოებული). სახურავის მოვლა გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ თუ გსურთ დაზოგოთ სამუშაო ხარჯები, შეგიძლიათ ეს თავად გააკეთოთ, მაგრამ იმისათვის, რომ შეცდომები არ დაუშვათ, უნდა გამოიყენოთ ინსტრუქციები, რომელიც დატანილია ყველა საღებავის ქილაზე და თანმიმდევრულად აღწერს მთლიან შეღებვის პროცესს, სახურავის მომზადების დაწყებით და დამთავრებული სწორი საღებავის კომპოზიციის გამოყენებით.
რჩევა: ბევრი უშვებს შეცდომას, შეღებვის წინ სახურავის ზედაპირს ამუშავებენ დიზელის საწვავით (ან თუნდაც ბენზინით) რაც მთელ შრომას და ფინანსურ ხარჯებს უაზროდ ყრის წყალში. საღებავი ან საგრუნტავი კარგავს ადგეზიას (მიკვრის უნარს) და მცირე დროის მანძილზე საღებავი აიყრება. ამიტომ, სახურავი დაამუშავეთ მხოლოდ აბრაზიული ზუმფარით, მავთულის ჟაგრისით და მსგავსი საშუალებებით. სასურველია ნახეხი მტვრის წყლის ნაკადით ჩამორეცხვა (უკეთესი შედეგი ექნება თუ რეცხვისას მოვიშველიებთ ტილოს ან საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჯაგრისს) და სრულად გაშრობის შემდეგ დაიტანეთ პირველი პირი ანტიკოროზიული საგრუნტავით ან ანტიკოროზიული სახურავის საღებავით.